LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოწიე, დალიე? იმუშავე! – მწეველებს სიგარეტზე დახარჯულ ყოველ წუთს აანაზღაურებინებენ

177
1581582862-010766-33

ესპანელებს ყავისა თუ სიგარეტის შესვენებებს აანაზღაურებინებენ. ესპანეთის სასამართლომ კომპანიებს უფლება მისცა, რომ მწეველი და ყავის მოყვარული თანამშრომლები ზედმეტად ამუშაოს, რათა დაკარგული საათები გამოიმუშაონ.

უფრო მეტიც, ამიერიდან ესპანელ დასაქმებულებს ოფისის დატოვებისას ახსნა–განმარტების დაწერაც მოუწევთ ხოლმე, სადაც დეტალურად იქნება ახსნილი თუ რისთვის იღებენ შესვენებას. წესი იმოქმედებს მაშინაც, თუკი ეს შესვენება მხოლოდ 5–10 წუთი გაგრძელდება.

სასამართლო ფიქრობს, რომ მსგავსი კანონი უსაფრთხოების გარანტი იქნება, რადგან ხელმძღვანელობას თანამშრომელთა დასწრების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ექნება და მონიტორინგსაც უფრო მარტივად შეძლებს.
ასე რომ მწეველებს სრული ხელფასის აღების იმედი აღარ უნდა ქონდეთ, ან ამისთვის დამატებითი საათი მაინც მოუწევთ დარჩენა.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთის პროფკავშირებმა სიახლე უკვე გააპროტესტა და დამსაქმებელთა წინააღმდეგ სარჩელსაც ამზადებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები