LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსახიობი ლეილა ძიგრაშვილი გარდაიცვალა: „ არ დარჩენილა ქართულ კინოში ქალი, რომელიც ლეილას არ გაეხმოვანებინოს…“

313
lelanikolozi

რუსთაველის თეატრი მწუხარებით იწყება, რომ გარდაიცვალა მსახიობი ლეილა ძიგრაშვილი.

ლეილა ძიგრაშვილმა დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1947 წელს.

1947 წელს ჩაირიცხა სოხუმის დრამატული თეატრის ქართულ დასში; 1948-1966წწ. თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში იყო, ხოლო 1966-წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია. როლები: ტურანდოტი (ფ. შილერის “პრინცესა ტურანდოტი”), ჯუდიტ ანდერსონი (ბ. შოუს “ეშმაკის მოწაფე”) და სხვა – მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში: სამძივარა (კ. გამსახურდიას “ხოგაის მინდია”), დედამთილი (ბ. ბრეხტის “კავკასიური ცარცის წრე”), ენონა (ჟ. რასინის “ფედრა”) და სხვა – შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში.

მის გარდაცვალებას გამოეხმაურა თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე და დაწერა:

„წავიდა ლეილა თავის შვილებთან ❤

ქართული თეატრის გამორჩეული არტისტი და ბრწყინვალე მკითხველი ლეილა ძიგრაშვილი გარდაიცვალა.

არ დარჩენილა ქართულ კინოში ქალი, რომელიც ლეილას არ გაეხმოვანებინოს. მიხარია, რომ შევძელი და გავაკეთე მისი ხუთი საღამო და მაყურებელს გავაგებინეთ, როგორი განუმეორებელი მკითხველი იყო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები