LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშენებლობის ღირებულების ინდექსი 4.3 პროცენტით შემცირდა

58
20190325120543

საქსტატის ინფორმაციით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 4.3 პროცენტით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.3 პროცენტიანი კლებით, რამაც -5.01 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.1 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 9.5 პროცენტიანი ზრდით, ასევე სამშენებლო მასალებზე ფასების 3.3 პროცენტით ზრდით, რაც, შესაბამისად, 2.58 და 1.93 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები