LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ბანკი საქართველოსთვის 90 მილიონ ევროს გამოყოფს

135
euros

მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სისტემისთვის 90 მილიონ ევროს გამოყოფს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, ფინანსურ შეთანხმებას ხელი ხვალ მოეწერება.

„მინდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც არის ჩვენი ეროვნული იდეის, განათლების უმნიშვნელოვანესი ნაწილი. მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სისტემისთვის 90 მილიონ ევროს გამოყოფს. ფინანსურ შეთანხმებას ხელი მოეწერება ხვალ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი მსოფლიო ბანკის მხრიდან, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტი მხარს უჭერს განათლების რეფორმას. თანხა გამოიყოფა ინოვაციების, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტის ფარგლებში. ეს ამავე დროს წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ნაწილს, რომელსაც ჰქვია ადამიანური კაპიტალის გაზრდა საქართველოში.“ – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მისი განცხადებით, პროექტი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები