LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორს შეხვდნენ

109
ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს პოლ ჰილბერს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ფინანსური ბაზრების განვითარებას, ფინანსური სექტორის მდგრადობასა და რეგიონულ გაფართოებას.

ნათია თურნავამ ასევე ყურადღება გაამახვილა ფასების სტაბილურობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯზე და აღნიშნა, რომ ინფლაცია მიზნობრივზე დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. მისივე თქმით, იმპორტის ზომიერი ზრდის ფონზე, საგარეო სექტორის ბალანსი კვლავ მდგრადია ექსპორტის, მათ შორის, IT და მომსახურების სექტორის ზრდის ხარჯზე.