LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ულამაზესი ბაღები აყვავილდა – ,,ბონ ვოიაჟი”

2178
cov garden

გაზაფხული ფერებთან, ხალისთან და ბუნების გამოცოცხლებასთან ასოცირდება. ამ პერიოდში ულამაზესი პარკებისა და ბაღების მონახულება პოპულარული აქტივობაა, სადაც უამრავი ლამაზი ფოტოს გადაღება და განტვირთვა შეგიძლიათ. ,,ბონ ვოიაჟი” გაგაცნობთ მსოფლიოს ულამაზეს და პოპულარულ ბაღებს.

ვერსალის ბაღი – პარიზ

ვერსალი საფრანგეთის მეფეების სადღესასწაულო სასახლე იყო. საოცარი ბაღი ლუდოვიკო მე-14 გააშენა. ის მსოფლიო მემკვიდრეობად არის მიჩნეული და მას იუნესკო იცავს. საოცარი ხედები,ულამაზესი ადგილები ფოტოსესიისთვის და უნიკალური მცენარეები ზღაპრულ სანახაობას ქმნის.  ეს ადგილი  საფრანგეთის მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცა მისი ისტორიული წარსულის გამოც.

 კეკენჰოფის ტიტების ბაღი -ჰოლანდია

ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ პარკად აღიარებული ტიტების ბაღი ამსტერდამს და ჰააგას შუა, ქალაქ ლისეს მიმდებარედ მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ დამთვალიერებლებისთვის ღია მხოლოდ ორი თვის განმავლობაშია, დაახლოებით 20 მარტიდან 20 მაისამდე (პლიუს-მინუს 2 კვირა – ეს ყვავილობის პერიოდზე და ამინდზეა დამოკიდებული), ვიზიტორთა რაოდენობა წელიწადში ხანდახან მილიონამდე აღწევს.

ბაღი მაჟორელი -მაროკო

ბაღი ფრანგმა ხელოვანმა, ჟაკ მაჟორელიმ შექმნა, რომელიც მაროკოში მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩამოვიდა ეგზოტიკის საძიებლად. ის იმდენად მოიხიბლა ამ ქვეყნით, რომ მიწის ნაკვეთი იყიდა და მაროკოში გადმოსახლდა. აქ შეხვდებით ულამაზეს ბუგენვილიებს, სურნელოვან ჟასმინს, ლოტოსის ყვავილებს, ბანანის ხეებს, ალოეს, ბამბუკს და ქოქოსის პალმებს. აქვეა უამრავი რაოდენობის კაქტუსები, რომელთა შორის ყველაზე დიდების სიმაღლე სამ მეტრამდე აღწევს.

მონრეალის ბოტანიკური ბაღი -კანადა

მონრეალის ეს საოცრება არა მარტო ადგილობრივების, არამედ ტურისტების მთავარი ინტერესის საგანია. ეს ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ბოტანიკურ ბაღად ითვლება.
უზარმაზარი ტერიტორია 30 თემატურ ზონად არის დაყოფილი. საერთო კოლექცია ფლორის 26 ათას წარმომადგენელს აერთიანებს.
ბაღი მთელი წლის განმავლობაში აქტუალურია, თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია თებერვალი-აპრილი, როდესაც იმართება პეპლების შოუ-გამოფენა.

ბუტჩარტის ბაღი -კანადა

ბუტჩარტის ბაღები კანადაში, ვანკუვერის კუნძულზე მდებარეობს და ყოველწლიურად მილიონობით დამთვალიერებელი ჰყავს. ულამაზესი მწვანე გაზონები, ყვავილნარები, სადაც ცისარტყელას ყველა ფერის ყვავილები საოცარ სურნელს აფრქვევენ, შადრევნები, ორიგინალური სკულპტურები, მოჩუხჩუხე წყაროები და დიდი, გაბარჯღული ხეები ისაა, რაც აქ დაგხვდებათ. მიწის დაახლოებით 22 ჰექტარი მსოფლიოს ყველა კუთხიდან შეკრებილი ვარდების სხვადასხვა ჯიშებითაა დაფარული. განსაკუთრებით ძლიერ არომატს ყვავილნარის სხვადასხვა კუთხეებში დარგული ჩაის ვარდები იძლევა.

რიო-დე-ჟანეიროს ბოტანიკური ბაღი ბრზილია

ეს ბაღი ბრაზილიაში ჯერ კიდევ 1808 წელს გააშენა პორტუგალიის მეფე იოან მეექვსემ. თავდაპირველად აქ აკლიმატიზაციას გადიოდნენ ისეთი ინდური მცენარეები, როგორიცაა წიწაკა, დარიჩინი, მუსკატის კაკალი და სხვა, თუმცა დროთა განმავლობაში ეგზოტიკური მცენარეების ნამდვილ ოაზისად იქცა. აქ არის ასევე უზარმაზარი ბოტანიკური ბიბლიოთეკა, სადაც ინახება უამრავი ჩირი, გამხმარი ხილი და კენკრა, ჰერბარიუმი. აქვე შეგიძლიათ იხილოთ საოცარი ეგზოტიკური კაქტუსები.

სინგაპურის ბოტანიკური ბაღი

თანამედროვე მეგაპოლისის, პრაქტიკულად, ცენტრში მდებარეობს ნამდვილი სამოთხე _ სინგაპურის ბოტანიკური ბაღი. ეს ეგზოტიკური ოაზისი ჰგავს და 150 წელზე მეტს ითვლის. მნახველებს შეუძლიათ დაათვალიერონ უცნაური ხეები და მცენარეები უჩვეულო უამრავი ხიდი. ამ უნიკალური ბუნებრივი კომპლექსის ტერიტორიაზე, გაშენებულია ორქიდეების ნაციონალური ბაღი, რომელშიც არის ამ ჯადოსნური მცენარეების ყველაზე დიდი კოლექცია.  ეს ტროპიკული ოაზისი მნახველებისთვის ღიაა დილის 5-დან ღამის 12 საათამდე.

ნონგ ნუჩის ტროპიკული ბაღი ტაილანდი

ეს სამხრეთ აღმოსავლეთი აზიის უდიდესი ბოტანიკური ბაღია. აქ არის პეპლების საოცარი ბაღი, ორი უზარმაზარი ხელოვნური ტბა, თეატრი და ლანდშაფტის არქიტექტურული კოლეჯიც კი. არის ასევე მინიატურული რკინიგზა. ნონგ ჰუჩის ბაღები 240 ჰექტარზეა გადაჭიმული.  პარკი ორიგინალური დიზაინით და ლანდშაფტით გამოირჩევა. აქ შეხვდებით ბონსაის, მინი-სტოუნჰენჯს, ორქიდეების ბაღებს.  ყვავილების მრავალფეროვნებას, ორიგინალურ სკულპტურებს და ულამაზეს ფოტოსესიასაც მოაწყობთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g