მშობლიური ქალაქიდან ხმაურიან მეგაპოლისებში წამსვლელები ხშირად ივიწყებენ მჭიდროდ დასახლებული ადგილების პრობლემების შესახებ. დიდი, განვითარებული ქალაქები კარგია ტურიზმისთვის და არა ყოველდღიური ცხოვრებისთვის. რომლებია მსოფლიოს ყველაზე დიდი ქალაქები და რა შეუძლია მათ შეთავაზონ?
შანხაი
ყველაზე დიდ ქალაქად მიჩნეულია შანხაი. აქ 24 მლნ ადამიანზე მეტი ცხოვრობს. და ეს ყველაფერი 6 ათას კვ/კმ-ზე ოდნავ მეტ ტერიტორიაზე. აქ არის ჩინეთში ყველაზე დიდი ცათამბრჯენი (630 მ). არარეალური სილამაზის ნახვა შეიძლება ბოლო, 121-ე სართულიდან, საიდანაც ქალაქი ხელის გულივითაა.
მეგაპოლისის ცენტრშია შეშანის მთა, რომელიც მისტიურ მიმზიდველობას მატებს.
ყარაჩი
მეორე ადგილზე გაიჭრა პაკისტანის ყარაჩი. მისი მოსახლეობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და ბოლო წლებში გაორმაგდა. ამჟამად ქალაქში დაახლოებით 24 მლნ მოსახლეა, 3.7 ათას კვ/კმ ფართობზე.
ადრე ყარაჩი ერთი პატარა ქალაქი იყო, ახლა კი სახლების კედლები ერთმანეთზეა მიბჯენილი.
პეკინი
მესამე ადგილი დამსახურებულად უკავია ჩინეთის კიდევ ერთ ქალაქს. ახალგაზრდა ყარაჩისგან განსხვავებით პეკინი მე-5 საუკუნეში დაარსდა.
მისი ისტორია სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს, ხოლო მოსახლეობა ზრდას განაგრძობს. არაჩვეულებრივი სილამაზის ძველი კვარტლები და არქიტექტურა მას მსოფლიოს ერთ-ერთ პოპულარულ ადგილად აქცევს.
დელი
ინდოეთის დედაქალაქი მეგაპოლისებიდან უძველესია. დელის მოსახლეობა 16 მილიონს აჭარბებს.
მათი უმრავლესობა ნახევრადდანგრეულ ქოხმახებში ცხოვრობს, ქალაქის ეს ნაწილი პირობითად შემოსაზღვრულია ბიზნეს-კვარტლებისგან, სადაც ყველაფერი უბრალოდ ბრწყინავს. მეგაპოლისი მშვენივრად ითავსებს ქოხებს, ძველ ნაგებობებს და თანამედროვე ცათამბრჯენებს.
ლაგოსი
ყველაზე დიდი დისკომფორტი ნიგერიული ლაგოსის მაცხოვრებლებს აქვთ. მოსახლეობის სიმჭიდროვე რეკორდებს ხსნის. ერთ კვადრატულ კილომეტრზე 17 ათასი ადამიანი მოდის. აქ ერთმანეთზე დადიან.
გარდა მრავალრიცხოვანი მოსახლისა, ლაგოსი სიღატაკესა და ნანგრევებშია ჩაფლული.
აქ პრაქტიკულად არ არის მედიცინა და ნორმალური ცხოვრების პირობები. შესაბამისად ეს ქალაქი არც საცხოვრებლად და არც ტურიზმისთვის მიმზიდველი არ არის.
სტამბოლი
აი სტამბოლში კი ცხოვრებაც შეიძლება და დასვენებისთვის ჩასვლაც. ამაზე მეტყველებს მოსახლეობის მუდმივი ზრდაც.
მდებარეობა, მაღალი ანაზღაურების პერსპექტივა და ღირსშესანიშნაობები უბრალოდ მაგნიტივით იზიდავს.
კაცია და გუნება, მაგრამ უდიდესი ქალაქებისთვის თვალის შევლებაც ალბათ საკმარისია დასკვნის გამოსატანად, რომ აქ დროებითი ვიზიტია კარგი და ანაკლებად მუდმივი ცხოვრება.