LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველ კაცებად იტალიელები დასახელდნენ – 10 ყველაზე მომხიბვლელი იტალიელი მამაკაცი

3076
collage

საერთაშორისო კვლევის თანახმად, ყველაზე მიმზიდველები კაცები იტალიაში ცხოვრობენ. კვლევა გასული წლის ოქტომბერში ჩატარდა და შედეგად 10 ყველაზე მომხიბვლელი იტალიელი მამაკაცი გამოვლინდა.

1. რიკარდო სკამარჩიო

მწვანეთვალება მსახიობი უამრავი ადამიანის გულს იპყრობს,  განსაკუთრებული პოპულარობით კი თინეიჯერებში სარგებლობს. თუმცა, სამწუხაროდ, რიკარდოს გული თავისუფალი არ არის. ის დანიშნულია და მალე დაქორწინებას გეგმავს. როგორც ცნობილია, მისი რჩეულიც მსახიობია.

2. კიმ როსი სტუარტი

მართალია მსახიობს იტალიური სახელი არ ჰქვია, მაგრამ იტალიელია. მომხიბვლელ კიმს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.

3. ჟორჟო პასოტი

კარატეში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონია.

4. ედოარდო კოსტა

მსახიობი სამოდელო საქმიანობითაც არის დაკავებული და განსაკუთრებული შარმითა და ქარიზმატულობით გამოირჩევა

5. ლუკა არჰენტერო

მსახიობი და პროდიუსერი ლუკა 2009 წლიდან ქორწინებაშია და მყარი ოჯახი აქვს. ის 1978 წლის 12 აპრილს, ტურინში დაიბადა.

6. სტეფანო აკორსი

1971 წლის 2 მარტს, ბოლონიაში დაიბადა. ის არის მსახიობი და მწერალი.

7. გაბრიელ გარკო

მსახიობობას მოდელის კარიერასაც უთავსებს და ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ იტალიელ მამაკაცად ითვლება. შეუძლებელია, მას შეხედო და გულგრილი დარჩე. გარკოს საქართველოშიც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.

8. ჟულიო ბერუტი

შესანიშნავი სამსახიობო კარიერა აქვს, რაც მხოლოდ იტალიური ფილმებით არ შემოიფარგლება. მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე საერთაშორისო სურათშიც.

9. რაულ ბოვა

იტა­ლი­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი უამ­რა­ვი ქა­ლის სა­ოც­ნე­ბო მა­მა­კა­ცია. რო­გორც პრო­დუ­სე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, თუ რა­უ­ლი სტუ­დი­ას სტუმ­რობს, ქუ­ჩა­ში ქა­ლე­ბის გრძე­ლი რიგი დგას.

10. რობერტო ფარნესი

იტალიური სერიალების ვარსკვლავია და ბევრი ადამიანი სწორედ მის გამო უყურებს სერიალებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები