LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარ მოთხოვნად ჟღერდება არა ივანიშვილის სანქცირება ახალი საპარლამენტო არჩევნებით, არამედ ღარიბაშვილის გადადგომა – შესაძლოა ეს უდიდესი სახალხო მუხტი ისევ ჩააქროს ცხელმა ივლისმა: შალვა ნათელაშვილი

294
შალვა ნათელაშვილი

საზოგადოების მხრიდან გუშინდელ აქციაზე გაჟღერებული სამოქმედო გეგმისა და მოთხოვნების შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

სამოქალაქო საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს

მორიგი აქცია პარლამენტთან 3 ივლისს გაიმართება

მისი განმარტებით, მთავარი მოთხოვნა არა ღარიბაშვილის გადადგომა, არამედ „ივანიშვილის სანქცირება უნდა იყოს, ახალი საპარლამენტო არჩევნებით“.

შალვა ნათელაშვილი ფიქრობს, რომ „შესაძლოა ეს უდიდესი სახალხო მუხტი ისევ ჩააქროს ცხელმა ივლისმა, რის შემდეგაც უკვე გამოიძახებენ პოლიტიკოსებს, რათა მუხტის ჩანელება მათ დაბრალდეს“.

„შესაძლოა მიმდინარე აქციების ორგანიზატორებს,რაიმე შორსმჭვრეტელური გათვლა აქვთ რასაც თუნდაც ჩემი ჩვეულებრივი მოკვდავის გონი ვერ აღიქვამს, მაგრამ როდესაც ასიათასიან აქციებზე მთავარ მოთხოვნად ჟღერდება არა ივანიშვილის სანქცირება ახალი საპარლამენტო არჩევნებით, რასაც პირდაპირ გვეუბნება ლამის მთელი ცივილიზებული მსოფლიო და რასაც ელოდება ქართველი ხალხი, არამედ მთავარი მოთხოვნა დაქირავებული მარიონეტის ღარიბაშვილის გადადგომაა,რომელიც დანიშვნისთანავე ყოველთვის მაინც გადამდგარია —— იქმნება ეჭვის საფუძველი, რომ შესაძლოა ეს უდიდესი სახალხო მუხტი ისევ ჩააქროს ცხელმა ივლისმა, რის შემდეგაც უკვე გამოიძახებენ პოლიტიკოსებს რათა მუხტის ჩანელება მათ დაბრალდეს ხოლო ბოლოს ყველა კმაყოფილი დარჩეს ტრადიციულად გარდა ქვეყნისა და ხალხისა..“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

პოლიტიკური პარტიები უნდა შევიკრიბოთ და ჩვენი დღის წესრიგი მივაშველოთ ამ პროცესს: ნინო ბურჯანაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g