LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთავარია, არ გეშინოდეს“ –  15 ,,გრემის” მფლობელი ალიშა კისის რთული გზა სიღარიბიდან ვარსკვლავობამდე

271
ალისა კისი

ამერიკელი მომღერალი, პიანისტი, სიმღერების ავტორი, რითმ-ენ-ბლუზის, სოულის, ნეოსოულის დედოფალი და „გრემის“ 15 გზის ლაურეატი ალიშა კისი VH1-ის ვერსიით ყველა დროის ყველაზე დიდი მუსიკოსების სიაშია. მუსიკოსი დღეს 40 წლისაა და დღემდე ერთ-ერთ ყველზე მაღალანაზღაურებად არტისტთა სიას ლიდერობს. მოდით ვნახოთ, რა ვიცით და არ არა, ამ არაჩვეულებრივი ვოკალისტის შესახებ.

მისი ნამდვილი სახელია ალისია ოჯელო კუკი. ის 1981 წელ, ნიუ-ორკში დაიბადა. პირველად , როდესაც სცენაზე ფეხი დადგა, გამოდიოდა ალისია უაილდის ფსევდონიმით, სახელი მალე შეიცვალა, რადგან დედის აზრით, ეს სახელი სტრიპტიზიორს უფრო შეეფერებოდა.

მომღერლის მამა, კრეგ კუკო ბორტგამცილებელი გახლდათ, დედა კი ორ პროფესიას ითავსებდა, ის იურისტის თანაშემწე და მსახიობი იყო. მამა აფროამერიკელია, დედას კი ერთდროულად ინგლისური, შოტლანდიური და ირლანდიური წარმოშობა აქვს.

7 წლის ასაკიდან ალიშა არაჩვეულებრივად უკრავს როიალზე, 11 წლის ასაკიდან მღერის გუნდში და წერს სიმღერებს.

1994 წელს ალიშამ კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩააბარა და ამავე წელს გააფორმა კონტრაქტი „ქოლამბია რექორდსთან“, მუსიკას იმდენად დიდი დრო მიჰქონდა, რომ კისმა სწავლას თავი დაანება და რეპეტიციებზე გადაერთო.

გამაოგნებელი იყო პირველივე ალბომის Songs A A Minor’-ის წარმატება. ალიშა ბილბორდის ჩარტების სათავეში მოექცა და ალბომი 13 მილიონიანი ტირაჟით გაყიდა.

ალიშას სიმღერების უმრავლესობა ქალთა უფლებებსა და სიყვარულზეა.

ალიშა გახდა პირველი მუსიკოსი, რომელმაც 2002 წელს „გრემის“ რეკორდსმენის წოდება მიიღო, როდესაც ერთდროულად 5 ნომინაციაში გაიმარჯვა.

ალიშა ამბობს, რომ მუსიკა მისთვის ყველაფერია. მის მიერ 14 წლის ასაკში დაწერილი სიმღერა Butterflyz პირველ ალბომშია შესული. იხსენებს, რომ ცხოვრებაში ყველაზე მეტად შიშის დამარცხება გაუძნელდა, რადგან ის ნიუ-ორკის ძალიან სახიფათო უბანში გაიზარდა, ბევრის გადატანა მოუწია, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი შეძლო.

ალიშა დაქორწინებულია პროდიუსერ სვიზ ბიტსზე, წყვილს ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავს. მუსიკოსი ამბობს, რომ ამაზე დიდი ბედნიერება, მისთვის არ არსებობს.

ალიშა ქალთა უფლებების აქტიური დამცველია. ის ინტერვიუებშიც მუდამ საუბრობს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია მივიღოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვართ: „ვიცი, რომ მაქვს ფორმები და ძალიანაც მომწონს, თქვენც იგივე გირჩევთ“ – აცხადებს მუსიკოსი. ალიშა აქტიურადაა ჩართული ქველმოქმედებაში, მეტწილად ეხმარება ბავშვთა ორგანიზაციებსა და შიდსის ცენტრებს.

გარდა მუსიკისა, ალიშა აქტიურადაა დაკავებული კინოკარიერითაც, მის ანგარიშზე რამდენიმე ცნობილი კინოსურათია. მუსიკოსი ასევე  ქმნის ბოტასების სერიას „რიბოკთან“ ერთად და თავისუფალ დროს საბავშვო ზღაპრებს წერს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g