LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა „ბორჯომის“ აქციონერი გახდება, არცერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება – პრემიერი

136
6.-niniko-vis-darcheba-borjomi

საქართველოს მთავრობა „ბორჯომის“ აქციონერი გახდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საკითხის გადაწყვეტისას არცერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება.

„ეკონომიკის სამინისტრომ პრაქტიკულად დაასრულა მოლაპარაკებები. ერთი კვირის თავზე მთავრობის სხდომაზე გამოვიტანთ საკითხს და სახელმწიფო, მთავრობა გახდება „ბორჯომის“ აქციონერი. ამით ეს პრობლემაც მოგვარდება. ვიცი, რომ მანამდე გარკვეული სირთულეები არის. დასაქმებულები აპროტესტებენ. დღეს დილით ზურაბ აზარაშვილს ვესაუბრე და მისი დავალებით საკითხში ჩართულია შრომის ინსპექცია. მინდა ყველას ვუთხრა – არცერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება და ყველას სამართლიანად მოვეპყრობით. ყველაფერი ისე მოგვარდება, როგორც საჭიროა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პირველ რიგში ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული – IDS ბორჯომი საქართველო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g