LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობამ ლატვიას 50 000 დოზა ასტრაზენეკას ჩუქებაზე უარი უთხრა: გიორგი კანდელაკი

82
გიორგი კანდელაკი

„საქართველოს მთავრობამ ბალტიის ერთ-ერთ სახელმწიფოს, კერძოდ, ლატვიას რამდენიმე ათეული ათასი ხარისხიანი ვაქცინის ჩუქებაზე უარი უთხრა,“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საუბარია, 50 000 დოზა ასტრაზენეკაზე. გიორგი კანდელაკის თქმით,  ეს იმ ფონზე მოხდა, როცა ბალტიის ქვეყნებმა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ვიზიტზე უარი უთხრეს.

„დღეს, როცა ასე მძვინვარებს პანდემია, როცა ასეთი დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი, როცა მხოლოდ აგვისტოში საქართველომ 1600-მდე ადამიანი დაკარგა.  სწორედ ამ პერიოდში საქართველოს მთავრობამ ლატვიას რამდენიმე ათეული ათასი ხარისხიანი ვაქცინის ჩუქებაზე უარი უთხრა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, კერძოდ საუბარია, 50 000 დოზა ასტრაზენეკაზე.

მაშინ, როცა მთავრობამ ფაქტობრივად არაფერი არ გააკეთა, რომ მასწავლებლების ვაქცინაცია მაღალ ნიშნულზე მიეყვანა, რატომ არ შეიძლებოდა, რომ თუნდაც ეს 50 000 დოზა ვაქცინა გამოყენებულიყო მასწავლებლების და სკოლის დანარჩენი პერსონალის ვაქცინაციისთვის, იმისთვის, რომ 15 სექტემბერს სწავლა დაწყებულიყო საკლასო ოთახებში და არა დისტანციურად”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

რატომ თქვა საქართველომ უარი ლატვიისგან 50 ათას დოზა „ასტრაზენეკას“ მიღებაზე – პრემიერის განმარტება

 

magti 5g