LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობას კოვიდშეზღუდვების დაწესების უფლება 2022 წლის 1 იანვრამდე გაუხანგრძლივდება

87
კოვიდშეზღუდვები

მთავრობას კოვიდშეზღუდვების ერთპიროვნულად დაწესების უფლება 2022 წლის 1 იანვრამდე გაუხანგრძლივდება.

პარლამენტში უკვე ინიცირებულია სათანადო ცვლილების პროექტი, რომლის თანახმად, მთავრობას პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო დროებითი ღონისძიებების გასატარებლად მინიჭებული უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთხელ გაუგრძელდება.

პროექტის თანახმად, ცვლილება მხოლოდ ვადის კიდევ 6 თვით გახანგრძლივებას ეხება და როგორც ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი, ვადის გახანგრძლივების შესახებ პარლამენტი დაჩქარებული წესით იმსჯელებს.

მთავრობისთვის შეზღუდვების ერთპიროვნულად დაწესების უფლება უკვე მეორედ უხანგრძლივდება. ეს უფლება პარლამენტმა მთავრობას 2020 წლის მაისის ბოლოს მიანიჭა. 2020 წლის დეკემბერში უფლებამოსილება 6 თვით გაუხანგრძლივა, რაც 1 ივლისს იწურება.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.

ანტიკონსტიტუციური, პარლამენტისთვის შეურაცხმყოფელია მთავრობისათვის იმ დისკრეციის გადაცემა, როცა ის ქვეყანაში დრაკონულ შეზღუდვებს აწესებს: ხატია დეკანოიძე

ფოტო: ტვ „ფორმულა“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები