LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთები, ლაშქრობა და ღვინო: საქართველო ივლისში ტურისტებისთვის იხსნება – Lonely Planet

220
shutterstockRF-446367901

მთები, ლაშქრობა და ღვინო: საქართველო ივლისში საერთაშორისო ტურისტებისთვის იხსნება, – ამ სათაურით მსოფლიოში პოპულარული სამოგზაურო გამოცემა Lonely Planet სტატიას აქვეყნებს.

შიდა და საერთაშორისო ტურიზმის გახსნის შესახებ გამოცემის ჟურნალისტს რიჩარდ ქოლეთს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ციტატა მოჰყავს: „საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისს განახლდება, ხოლო საერთაშორისო ტურისტების მიღება 1 ივლისიდან დაიწყება.“

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები: Ryanair და Wizz Air ფრენებს განაახლებენ. მიმოსვლის აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, უნგრეთთან, ისრაელთან და სხვა სახელმწიფოებთან.

„კორონავირუსის გამო საზღვრების ჩაკეტვამდე, 2019 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურთა მიღების პიკს მიაღწია. ქვეყანაში 9 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა. საქართველომ დაამტკიცა, რომ ქვეყნის სწრაფი ჩაკეტვით წარმატებულ შედეგს მიაღწია. პატარა კავკასიურ ქვეყანას, რომლის მოსახლეობაც 4 მილიონამდეა, ოფიციალურად ვირუსით ინფიცირების მხოლოდ 731 შემთხვევა აქვს და მხოლოდ 12 ადამიანი გარდაიცვალა“, – წერს ჟურნალისტი.

ამავე სტატიაში მოყვანილია ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებაც, რომელიც იმედოვნებს, რომ საქართველოს ბრენდი ჩამოყალიბდება, როგორც უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად, რომელმაც COVID-19-თან ბრძოლაში თვალსაჩინო წარმატებას მიაღწია.

„მოგზაურებს, რომლებსაც მსოფლიო მასშტაბით მძვინვარე პანდემიისგან გამოქცევა უნდათ, უზარმაზარი შესაძლებლობა აქვთ, რომ საქართველოს იზოლირებულ მთებში შვებით ამოისუნთქონ”, – წერს Lonely Planet-ის ჟურნალისტი.

აღსანიშნავია, რომ სტატია მსოფლიოში პოპულარულმა ჟურნალმა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით მოამზადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები