LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთელი ქვეყანა შენი უბედურების თანაზიარია“ – ტრაგედია დავით ქართველიშვილის ოჯახში

2326
ფორტუნა (19)

33 წლის ბაჩო ქართველიშვილი, რომელიც კოჯრის გზაზე გარდაცვლილი იპოვეს, „ხალხის ძალის“ წევრის, ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის შვილია.

კოჯორში დაკარგული 33 წლის ბაჩო ქართველიშვილი გარდაცვლილი იპოვეს

დატრიალებული ტრაგედიის გამო დავით ქართველიშვილს სოციალურ ქსელში მეგობრები უსამძიმრებენ.

„ჩემო ძვირფასო მეგობარო,

მრჩეველო,

მეზობელო და თანამოაზრე, გისამძიმრებ მთელი გულით შენ და მთელს შენს ლამაზ ოჯახს.

ვინ თუ არა შენ, იცი ტაძრის გზა..

ვინ თუ არა შენ, ადიდებ შემოქმედს..

ეს უდიდესი განსაცდელი შენი გოლგოთაა. მთელი ქვეყანა შენი უბედურების თანაზიარია,“ – წერს ლალი მოროშკინა.

„მეგობრებო ჩვენ საერთო მეგობარს და საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალას” წევრ დავით ქართველიშვილს გარდაეცვალა ვაჟი. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ ბატონ დავითს ამ დიდ ტრაგედიას”, – წერს სოციალურ ქსელში გია შარაშენიძე.

კომპანია „ჯორჯიან ჰოლიდეის“ გენერალური დირექტორი, 4 შვილის მამა იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g