მას შემდეგ, რაც „ფორტუნას“ ოფიციალურ საიტზე ამ ბავშვების ფოტოები გამოქვეყნდა (ავტორი ფოტოგრაფი გიორგი დათუნაშვილი), სოციალურ ქსელში მხოლოდ მათზე ლაპარაკობენ. ჯერ და-ძმა ეგონათ, მერე კი აღმოჩნდა, რომ მათ ფილმში იღებენ.
სოფელ ქვეშეთში მცხოვრები 7 წლის ბექასა და 6 წლის მარის შესახებ, რომლებიც მეგობრები არიან და ერთ სკოლაში სწავლობენ, „პირველი არხის“ ჟურნალისტმა, ნინუცა კახნიაურმა, გადაცემისთვის „ახალი კვირა“ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა.
სიუჟეტის შემდეგ ნინუცას უამრავი ადამიანი დაუკავშირდა და პატარებისთვის უამრავი საჩუქარი შეგროვდა.
ნინუცა წერს:
„ეს ის შემთხვევაა, როცა არ ვიცი, რა დავწერო… ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ♥️ ამდენი წერილი ინბოქსში დიდი ხანია, არ მიმიღია. მწერს ყველა, უნდათ, ბავშვებს ოცნებები აუსრულონ♥️ ტელევიზიაში უკვე მოაქვთ მათთვის საჩუქრები. ვისაც სურვილი გაქვთ, ჩემი ბუთქუნა ბავშვები გაახაროთ, შეგიძლიათ დამირეკოთ, ხვალ ან ზეგ ჩავუტანთ საჩუქრებს, რომელსაც მოუთმენლად ელოდებიან ♥️ ველოსიპედები უკვე ადგილზეა, ფუშფუშა კაბებიც“.