LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუტაცია რომ განიცადა, კარგია, მაგრამ ნაადრევია საუბარი, რომ „ომიკრონი“ პანდემიის დასასრულის დასაწყისია – ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელი

236
Untitled design - 2022-01-03T124643.017

ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ჟორჟოლიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კორონავირუსის ახალ შტამზე „ომიკრონზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით „ომიკრონის“ შტამის გავრცელება საშიში არ არის და მარტივად მიმდინარეობს.

„ჩვენმა პატარა ქვეყანამ უფრო მეტს გაუძლო ვიდრე შეიძლებოდა. ასე რომ, დღესდღეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ომიკრონის“ შტამის გავრცელება არ არის იმდენად საშიში, უფრო მეტს გაუძლო ქვეყანამ და დარწმუნებული ვარ, ამასაც გავუძლებთ. გავრცელებადია ეს შტამი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, რადგან ქვეყანამ უფრო მეტ პანდემიას გაუძლო. ჩვენ ამის შიში არ უნდა გვქონდეს.

რა მოხდება მომავალში რთულია წინასწარი პროგნოზის გაკეთება. ის მუტაცია, რომელიც კოვიდმა განიცადა კარგია, მაგრამ იმ დასკვნის გაკეთება, რომ ეს არის დასასრულის დასაწყისი, ვფიქრობ, რომ ნაადრევია“,- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„2 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 147 შემთხვევა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 943 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 37 პაციენტი.

magti 5g