„ბოშა ქალოს“ შემსრულებელი, მზია გეწაძე თავის მძიმე ბედზე გახსნილად „ღამის პრაიმ ტაიმში“ საუბრობს.
მომღერალი ამბობს, რომ გათხოვების შემდეგ გარკვეული პერიოდი ქალიშვილი იყო და შემდეგ ექიმისგან მიიღო დარიგებები, თუ როგორ უნდა ჰქონოდა მეუღლესთან პირველი ღამე.
„სექსუალურად შეუთავსებლები ვიყავით. შენი ქმრის გვერდით რომ წევხარ და არაფერი გინდა… არც ლტოლვა მქონდა, არც გამოცდილება და ყველაზე დიდი პრობლემა იყო ის, რომ სხვა ადამიანი მიყვარდა. მე არავინ შემეკითხა. ღამის გასათევად მოვხვდი ოჯახში, სადაც დამიტოვეს. ისეთი შოკირებული ვიყავი ვერაფერი ვქენი. რომ წამოვეყვანე ჩემს მშობლებს, ვერავის დავუმტკიცებდი, რომ ქალიშვილი ვიყავი…“
მზია გეწაძე: „პირდაპირ ასე დამისვა საკითხი: ქმარი დატოვე და დღესვე წაგიყვან ცოლად შენი შვილიანადო…“