LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობა“ ახალ თავმჯდომარეს 28-29 იანვარს აირჩევს – რა გადაწყვეტილება მიიღო პოლიტსაბჭომ

164
ნაციონალური მოძრაობა

“ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი თავმჯდომარის არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო.

პოლიტსაბჭოზე ასევე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევნები  ბლოკჩეინ-სისტემით ჩატარდება.

გადაწყვეტილება 69 ხმა 1-ის წინააღმდეგ  მიიღეს.

პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას თქმით, მათი “მთავარი საზრუნავი, ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი თავისუფლებაა” და სხდომაზე სამოქმედო გეგმაზეც იმსჯელეს“.

„პოლიტსაბჭო დღე იყო ძალიან კონსტრუქციული, ძალიან მშვიდი. იყო ბევრი კითხვა და ბევრი პასუხი. პირადად, როგორც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ძალიან კმაყოფილი ვარ. კიდევ ერთხელ ვამაყობ იმით, რომ გახლავართ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ეს არის ნამდვილად ევროპული ტიპის, ევროპული სტანდარტის დემოკრატიული პარტია.

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ პროცესები, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მხოლოდ გააძლიერებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ის უფრო მომზადებული შეხვდება არჩევნებს, რომელიც ძალიან მალე იქნება საქართველოში. ის აუცილებლად მოიპოვებს ამ არჩევნებში გამარჯვებას, მაგრამ ჩვენი მთავარი საკითხი, უმთავრესი საზრუნავი არის ჩვენი ჩვენი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი თავისუფლება.

ამაზე ბევრი ვიმსჯელეთ, მათ შორის სამოქმედო გეგმაზე. თუ რა სამოქმედო გეგმით ხვდებით იმ სასამართლო პროცესებს, რომელიც წინა აქვს მიხეილ სააკაშვილს. გვაქვს გარკვეული სტრატეგია, თუ რა სტრატეგიით შევხვდებით ამ ყველაფერს. პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან მალე იყოს თავისუფალი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ იქ დარჩეს იქ, სადაც ახლა არის“, – განაცხადა ნაყოფიამ.

ცნობისთვის, ე.წ. ბლოკჩეინი ახალი პლატფორმაა, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ქვეყანა, პოლიტიკური გაერთიანება თუ ორგანიზაცია არჩევნებისთვის სწორედ მას იყენებს.

სისტემა ისეა შექმნილი, რომ მონაცემების შეცვლა შეუძლებელია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამ პლატფორმით ჩაატარეს კანადაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g