LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობიდან” გრიგოლ ვაშაძის წასვლა “აბსოლუტური სიცრუეა”

132
unnamed (2)

ზოგიერთი ქართული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე პარტიას ტოვებდა, თავად პარტიაში “აბსოლუტური სიცრუე” უწოდეს.

კულუარული ინფორმაციით, ვაშაძის შესაძლო წასვლა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ დამოუკიდებელი შტაბის ჩამოყალიბებას უკავშირდებოდა, თუმცა, როგორც “ფორტუნას” ენმ-ში განუმარტეს, აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. ასევე განაცხადეს, რომ დღეს “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში გამართულ გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრაზე, გრიგოლ ვაშაძეც დაესწრება, როგორც პარტიის თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო დღეებში ჩიორა თაქთაქიშვილმა,  ნინო კალანდაძემ, ზაზა ბიბილაშვილმა და მარიამ გერსამიამ დატოვეს.

ორწლინახევრის სტრესმა ჩემი ნერვების პატრონსაც დაამჩნია დაღი – გრიგოლ ვაშაძემ უცენზურო მიმართვის გამო მედიას ბოდიში მოუხადა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები