LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნონა მამულაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს

173
Untitled design (47)

როცა ქვეყანას არჩევნები და მომავალი მოპარეს, არ ვაპირებ ვემსახურო პარლამენტს, სადაც ქვეყნის ინტერესებს არ იცავენ, – აცხადებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნონა მამულაშვილი.

მამულაშვილის თქმით, მანდატის შეწყვეტის თაობაზე პარლამენტს შესაბამისი პროცედურების გავლით მიმართავს.

„დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, როცა “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს არა მხოლოდ არჩევნები და მომავალი მოპარა, არამედ ცდილობს, რომ საქართველო დააბრუნოს პრორუსულ ორბიტაზე, ინსტიტუტები გვჭირდებოდა იმისათვის, რომ გამოგვეყენებინა პლატფორმა საუბრისთვის, მაგრამ ახლა კარგავს აზრს, რადგან ქვეყანა არის მიტაცებული, ძირითადად, ერთი ადამიანის ხელში და ახლა ამ ინსტიტუტებში ყოფნა და რამის გახმოვანება არის ძალიან საეჭვო.

ვფიქრობ, პარლამენტში ყოფნას აზრი ეკარგება. ისედაც ბოიკოტის რეჟიმში ვიყავით აქამდე, ახლა ვხედავთ, რომ პარლამენტში “ქართული ოცნება” ცდილობს, გაატაროს ის ხაზი, რაც ბიძინა ივანიშვილს სჭირდება. ვთლი, სწორი იყო მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება და ამ მაგალითს უნდა მივბაძოთ. პარლამენტს არ აქვს ლეგიტიმაცია – ეს პარლამენტი არის ცირკი, თეატრი და ამ თეატრში მონაწილეობა არის მიუღებელი”, – აცხადებს ნონა მამულაშვილი.

სააკაშვილი: ჩემი რჩევაა – მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და “ოცნება” საკუთარ თავთან მარტო დატოვონ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g