LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაცმოძრაობაში“ მძიმე მდგომარეობაა, როგორც იტყვიან: „ძაღლი პატრონს ვერ ცნობს..“ – ირაკლი კობახიძე

133
kobax mza

„მძიმე მდგომარეობაა „ნაცმოძრაობაში,“ როგორც იტყვიან, „ძაღლი პატრონს ვერ ცნობს,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ 2012 წლიდან მოყოლებული, 8 წაგებული არჩევნების შემდეგ მე-9, მე-10 და მე-11 არჩევნებსაც წააგებს.

„თქვენ იცით, რომ 2012 წლიდან მოყოლებული კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გამუდმებით საუბრობს იმაზე, რომ იგებენ არჩევნებს, მარცხდება „ქართული ოცნება,“ თუმცა მათ უკვე 8 არჩევნები წააგეს, აუცილებლად წააგებენ მე-9 არჩევნებს, მე-10 არჩევნებს და გარანტირებულად, ასევე, მე-11 არჩევნებს.

„ხაბე“ არის მკაცრი - 4 საათამდე მისცა ვადა მელიას და არ გადათქვამს! - ის კაცი შევარცხვინე, რომ აგდებენ, პანჩურს ურტყამენ და კიდევ იმ პარტიას ებღაუჭება“ – ირაკლი ზარქუა

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საზოგადოებას დღეს, 16:00 საათის შემდეგ ექნება კონკრეტული ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვინც უერთდება მანიფესტს და შესაბამისად იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.

ყოველი არჩევნების წინ, ისინი არწმუნებენ საკუთარ მხარდამჭერებს, რომ მიგებენ, თუმცა შემდეგ საკუთარ ამომრჩეველს იმედს უცრუებენ. ამით, ალბათ, მისი მხარდამჭერებიც დაიღალნენ და ერთ-ერთი მიზეზი რატომაც მათი რეიტინგი შემცირებულია, არის იმედგაცრუება. უკვე მათ მხარდამჭერებსაც აღარ სჯერათ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გამარჯვების, იმდენჯერ მოატყუეს.

8-ჯერ მოატყუეს, რომ იგებდნენ არჩევნებს, 8-ჯერ წააგეს არჩევნები. რა თქმა უნდა, მეცხრედაც წააგებენ შემდეგ არჩევნებს.

აცხადებენ, რომ მელია აღარ იყო „ნაცმოძრაობის წევრი“, თუმცა მელიამ აუმხედრა 8 საკრებულო, პარტიული ორგანიზაცია ხაბეიშვილს და კეზერაშვილს. ეს არის ის დაპირისპირება, რომელიც კარგია, რომ გრძელდება „ნაცმოძრაობის“ შიგნით და კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ეს არის სისუსტის ნიშანი, „ნაცმოძრაობა“ არის ძალიან დასუსტებული და სწორედ ამიტომ არის მოშლილი. სისუსტის გამოვლინებაა ის რღვევა, რომელიც გრძელდება „ნაცმოძრაობაში.“

„არც ერთი თანამდებობა არ ღირს იმად, რომ პარტიის ერთიანობა დაირღვეს – ამ სიტუაციაში გამოსავალია, ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვოს“ – გიორგი მუმლაძე

თან ამბობენ, რომ არჩევნები უნდა მოიგონ, თან მათი ფორმალური თავმჯდომარე ამაყობს 16%-იანი რეიტინგით. შეიძლება ხაბეიშვილმა არ იცის დათვლა, მაგრამ სხვებმა ხომ იციან? ხაბეიშვილი ვერ თვლის, რომ 16% -ით ვერ დაბრუნდები ხელისუფლებაში, მაგრამ სხვები ხომ არიან?!“ – განაცხადა კობახიძემ.

„ლევან, ამ სკამს ნუ ჩაეჭიდები“ – „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის რაიონული ორგანიზაციების ყოფილი თავმჯდომარეები ლევან ხაბეიშვილს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ

„ლევან ხაბეიშვილმა დაპირებების შესრულების ნაცვლად, დაიწყო ადამიანების გაყრა და „ქართული ოცნების“ ნარჩენებით პარტიის გავსება“ – ხაბეიშვილს გადადგომისკენ ფოთის, მცხეთისა და ახალციხის საკრებულოების „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც მოუწოდებენ

ენმ-ის ზუგდიდის, ხობისა და ჭიათურის საკრებულოების წევრები ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g