LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლევან ხაბეიშვილმა დაპირებების შესრულების ნაცვლად, დაიწყო ადამიანების გაყრა და „ქართული ოცნების“ ნარჩენებით პარტიის გავსება“ – ხაბეიშვილს გადადგომისკენ ფოთის, მცხეთისა და ახალციხის საკრებულოების „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც მოუწოდებენ

122
ხაბე მზა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ ფოთის, მცხეთისა და ახალციხის საკრებულოების ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც მოუწოდებენ.

ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია და 4 წევრი განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ „დღეს არსებულ კრიზისულ მდგომარეობაზე, დაპირისპირებების გაღრმავებაზე და უამრავ დაგროვილ პრობლემებზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება პარტიის დღევანდელ მენეჯმენტს.“

„ლევან ხაბეიშვილმა უამრავი გაცემული დაპირებების ( ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირება- მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება) შესრულების ნაცვლად მოსვლის დღიდანვე დაიწყო ღვაწლმოსილი ადამიანების გაყრა და „ქართული ოცნების“ ნარჩენებით პარტიის გავსება, რითაც დაასუსტა, ნგრევისა და დაშლის ზღვარზე მიიყვანა პარტია“ – ნათქვამია განცხადებაში.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 3 წევრის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ „ლევან ხაბეიშვილის პარტიის თავმჯდომარეობისა და ამჟამინდელი მენეჯმენტის პირობებში, პარტიის ერთობა არის შეუძლებელი“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 6 წევრის განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ „ლევან ხაბეიშვილმა, აიღოს პასუხისმგებლობა და დატოვოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობა, იმის გამო, თუ რა კრიზისშიც შეიყვანა პარტია“.

ენმ-ის ზუგდიდის, ხობისა და ჭიათურის საკრებულოების წევრები ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ

„პარტია განადგურებულია, მისი ავტორიტეტი ფეხქვეშ გათელილი, ერთადერთი ემოცია რასაც ხალხში იწვევთ არის დაცინვა“ – გიორგი არველაძე ენმ-ში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები