LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაძვის ხის სათამაშოები, რომლებშიც ჯინი, არაყი და ვისკი ასხია – ჯერ მორთე, მერე დალიე (ფოტოები)

464
zag21

ნაძვის ხის ყველაზე ორიგინალური სათამაშოები, რომლებშიც ვისკი, ჯინი და არაყი ასხია – ალბათ, ეს ის დეკორაციებია, რომლებიც საახალწლო სუფრის მოყვარულ ქართველებს განსაკუთრებით დაგვაინტერესებდა.

საქმე ისაა, რომ ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანიამ Lakes Distillery გადაწყვიტა, საკუთარი პროდუქცია ორიგინალური ფორმით გაეყიდა და ალკოჰოლური სასმელის ჩამოსხმა ნაძვის ხის სათამაშოებში დაიწყო.

მიზანი ნაძვის ხის სათამაშოებისთვის დამატებითი ფუნქციის მინიჭება იყო – ვინაიდან ეს შესანიშნავი დეკორაციებია წელიწადში 11 თვეს კარადაში ატარებენ, რადგან ახალი წლის დღეების შემდეგ, მათი გამოყენების საჭიროება აღარ არსებობს.

სწორედ ამიტომ, Lakes Distillery-მა ნაძვის ხის ბურთულებში ჯინი, ვისკი და არაყი ჩაასხა. აღსანიშნავია, რომ თითოეულ ბურთულაში მოთავსებულია 50 მილილიტრი ალკოჰოლი. თითო ბურთულას ღირებულება 24 დოლარია, ხოლო 6 ბურთულიანი ნაკრები 41 დოლარი ჯდება.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ალკოჰოლიანი საახალწლო სათამაშოების შეძენა მხოლოდ Lakes Distillery-ის საწარმოშია შესაძლებელი. სამომავლოდ კი, ბრიტანული კომპანია მათ რეალიზაციას მსოფლიოს მასშტაბით გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები