LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ მსოფლიოში ყველაზე იაფი ელექტროქარი: მისი ფასი მხოლოდ 100 დოლარია

251
electronews

ჩინეთის ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა Alibaba–ზე გასაყიდად მინიატურული ელექტრომობილი გამოიტანეს. მანქანა მხოლოდ ერთ ადამიანზეა გათვლილი და მიუხედავად მინიატურული ზომისა, ის ყველა საჭირო მოწყობილობითაა აღჭურვილი. კომპლექტაციისა და სხვადასხვა ოფციების გათვალისწინებით, ჩინური ელექტრომობილის ფასი 100–დან 4 ათას დოლარამდე მერყეობს.

პატარა ელექტრომობილის გაბარიტები 2133 მმ სიგრძეს, 900 მმ სიგანეს და 1495 მმ სიმაღლეს შეადგენს. მოდელის მასა მხოლოდ 230 კილოგრამია.

მანქანა მოძრაობაში 1,3 ძალის ელექტროძრავს მოჰყავს, რომლის მაქსიმალური სიჩქარეც 40 კმ/სთ–ია. მაქსიმალური სიჩქარით გადაადგილების დროს, ელემენტს ერთი დამუხტვით 60 კილომეტრის გავლა შეუძლია. ფასი კი 100–დან 4 ათას დოლარამდე მერყეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები