„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი გახარიას შეხვედრის შესახებ კომენტირებისას აღნიშნა, „როგორც ჩანს, სამომავლო გეგმზე სასაუბროდ შეხვდნენ“ და დასძინა, „ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, რომ ასე მალე მოხდებოდა და ასე გაებმებოდნენ ისინი“.
მდინარაძის თქმით, სააკაშვილის და გახარიას ერთმანეთთან შეხვედრა „ბევრ რამეზე აუხელს თვალს ბევრ ადამიანს ამ ქვეყანში“.
„ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, რომ ასე მალე მოხდებოდა და ასე გაებმებოდნენ ისინი. ახლა შეიძლება დაიწყონ საუბარი იმაზე როგორ აღმოჩნდნენ შემთხვევით ამ პატარა ქვეყნის პატარა დედაქალაქში ერთ სასტუმროში, იმიტომ რომ მეორე სასტუმროში ადგილი არ იყო.
დაახლოებით ასეთ არგუმენტებს ველოდებით. სიმართლე არის ერთი – ეს იყო ლეგიტიმური ეჭვი, ეჭვი, რომელიც დღეს დადასტურდა ფაქტებით.
წარმოუდგენელი და გამორიცხული იყო გახარიას მოქმედებები ამის გარეშე. როგორც ჩანს ისინი სამომავლო გეგმზე სასაუბროდ შეხვდნენ, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია.
ის ფაქტი, რომ ისინი ერთმანეთს ერთ სასტუმროში შეხვდნენ, „შემთხვევით“, ბევრ რამეზე მეტყველებს, ბევრ რამეზე აუხელს თვალს ბევრ ადამიანს ამ ქვეყანში“, – განაცხადა მდინარაძემ.
