LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნამდვილი სიყვარული არასდროს ქრება, რადგან ის, ყოველთვის შენშია“ – ჯულია რობერტსის ცნობილი გამონათქვამები

1662
ჯულია რობერტსი

„ვცდილობ ცოტა ვილაპარაკო, რადგან ზოგჯერ ძალიან სწრაფად მბეზრდება საკუთარი თავი“, – აღნიშნა იუბილარმა ჯულია რობერტსმა, რომელსაც 28 ოქტომბერს 52 წელი შეუსრულდა.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ ჯულია რობერტსის ფრაზებს:

თუ არჩევანი ნორმასა და სიგიჟეს შორის უნდა გავაკეთო, მაშინ ისევ სიგიჟეს ავირჩევ.

ნამდვილი სიყვარული არასდროს ქრება, რადგან ის, ყოველთვის შენშია.

ვფიქრობ, ადამიანის ხასიათის ფორმირებას არა გამოცდილი მასწავლებლები, არამედ მათი არარსებობა უწყობს ხელს. ზუსტად ისე, როგორც გარშემომყოფთა გულგრილობა უფრო მეტს გასწავლის, ვიდრე მათი ქათინაური.

თუ შეყვარებული ხარ, დროულად გამოუტყდი საყვარელ ადამიანს საკუთარ გრძნობებში, რადგან მერე, შეიძლება გვიან იყოს.

მსახიობმა ნებისმიერი როლი ბრწყინვალედ უნდა შეასრულოს, თუმცა, სამუშაოს დასრულების შემდეგ ყველა ნიღაბი უნდა მოიხსნას.

სამწუხაროდ, ბავშვები ხშირად ადანაშაულებენ საკუთარ თავს მშობლების შეცდომებში.

ძალიან მიყვარს რომანტიკული კომედიები და ყოველთვის სიამოვნებით ვმონაწილეობ, რადგან ასეთ ფილმებში ის ცხოვრებისეული ნიუანსებია ხაზგასმული, რასაც რეალობაში ადამიანები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას.

ვფიქრობ, ფრაზა, „რაც ნაკლები, მით უკეთესი“ ყველაზე ზუსტად რომანტიკული ფილმების ინტიმურ სცენებს ერგება.

ძალიან მიყვარს ქუდები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი ატარებენ, ვისაც დიდი ხანია თავი არ დაუბანია.

„ლამაზმანის“ გადაღებების წინ რამდენიმე მეძავთან მქონდა ურთიერთობა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მათი ოცნებები ბევრად სუფთა და მშვენიერია, ვიდრე ჩემი კოლეგების უმეტესობის.

ასაკის მატებასთან ერთად, სულ უფრო მძაფრად ვგრძნობთ სამყაროს სიმყიფეს, თუმცა სწორედ ეს გვაძლევს სტიმულს სიხარულით შევხვდეთ ყოველ ახალ დღეს.