ცნობილი დიზაინერი ნანა მელქაძე ახალი კოლექციის ფოტოებს აქვეყნებს. დიზაინერი თავისი ხელწერით გამოირჩევა, რომელიც ძირითადად, ქალურ, ნაზ, ჰაეროვან გამოსასვლელ სამოსს აერთიანებს.
ამჯერადაც, ნანა მელქაძემ ახალი კოლექცია საკუთარი ხელწერის მკვეთრი გამოყენებით შექმნა, სადაც დიდწილად კრემისფერი არის გამოყენებული.
ახალ კოლექციაში წარმოდგენილია პიჯაკები, ზედები, შარვლები, მოსასხამები, რომლებიც სხვადასხვა ქვით და ფორმებით არის გამდიდრებული.
ფოტოების ავტორი გიორგი ცაავა გახლავთ. მოდელი კი თავად დიზაინერი. ვიზაჟის ავტორი თეა თევდორაძე, ხოლო თმის ვარცხნილობის გიორგი დავიდოფი გახლავთ.