ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში მაშველები სავარაუდოდ კიდევ სამ ადამიანს ეძებენ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ჩვენი ინფორმაციით, რაც ვიმუშავეთ და თითქმის დაზუსტებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ვეძებთ სამ ადამიანს. წესით მეტი არავინ უნდა იყოს, ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით.
რაც შეეხება პასუხისგებაში მიცემას, იცით,რომ ადამიანი მივეცით პასუხისგებაში. მეპატრონე და ორი ადამიანი,რომლებიც აწარმოებდნენ სამუშაოებს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მეხანძრე-მაშველების მიერ ნანგრევებიდან ამ ეტაპზე ამოყვანილია ორი პირი, რომელიც გადაყვანილია საავადმყოფოში, ასევე ნანგრევებიდან ამოყვანილია 5 ცხედარი.
ექიმების ინფორმაციით, ნანგრევებიდან ამოყვანილი 2 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ადგილზე საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.