LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანკა კალატოზიშვილი: „ახალმა თაობამ უყურეთ ამ პოლიტიკოსებს და დაიმახსოვრეთ, როგორები არ უნდა იყოთ!..“

374

ნანკა კალატოზიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გადაღებული ვიდეო, სადაც ასახულია ამ დღეების განმავლობაში ყველაზე საინტერესო მომენტები ქართული პავილიონიდან.

მსახიობი წერს, რომ დიდი ბედნიერებაა, რომ პოლიტიკოსებს მიღმა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ისტორიას ქმნიან.

გთავაზობთ მსახიობის სტატუსს:

„რა ბედნიერებაა, რომ პოლიტიკოსები ძალიან დროებითი მოვლენა არიან ჩვენს ცხოვრებაში და ესეთი ადამიანებიც გვყავს, ვინც ქმნიან ისტორიას და ყოველთვის, ყველა თაობას ემახსოვრება სიყვარულით და რაც მთავარია, პატივისცემით.

უტიფარი, ერთი დღით და მოსწრებაზე მოსული ვითომ პოლიტიკოსები, ზუსტად ესე ერთი დღეც აღარ გაგვახსენდებით, გარდა ერთისა, რომ კიდევ კარგი, აღარ ხართ და თუკი ესეთი ადამინებით ყოველთვის ვიამაყებთ, თქვენი ყოველთვის შეგვრცხვება და თან იმდენად, რომ თქვენს შთამომავლობასაც კი ექნება ეს უხერხული, სირცხვილის შეგრძნება.

ალბათ, გავა დრო და ამ ქალაქს ეყოლება მერი, რომელსაც უბრალოდ მერობა კი არა, ენდომება, რომ მართლა კარგი მერი იყოს და იქნება, პარლამენტარებს მართლა შეაწუხებთ ქვეყნის ბედი და თუნდაც ყოვლად დაუმსახურებელი პრემიების მაგივრად, როდესმე რეალურად იფიქრებენ პენსიონერებზე.

ეს ქალაქი მაინც გადარჩება, ესეთი ადამიანების მოლოდინში, იმიტომ რომ ეს ქალაქი ჩვენია, ვისაც გვიყვარს რეალურად და არ დავთმობთ!!! ახალმა თაობამ უყურეთ ამ პოლიტიკოსებს და დაიმახსოვრეთ, როგორები არ უნდა იყოთ, როცა გაიზრდებით და ქვეყნის სათავეში მოხვალთ. მჯერა, რომ თქვენით ვიამაყებთ და ახალი ისტორია დაიწერება!!! გელით და მჯერა❤️ მანამდე კი ასეთი ადამიანები შეუნარჩუნებენ ქვეყანას სახეს, ისტორიას, პრინციპებს და სიყვარულს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები