LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანკა კალატოზიშვილი: “იმ მილიონებით, რაც ქალაქის საახალწლო განათებაზე იხარჯება, რამდენ ბავშვს დავეხმარებოდით…”

227
238523724

ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც წერს, რომ მას, როგორც თბილისის მკვიდრს, ძალიან მოსწონს ის საახალწლო მორთულობა, რომელიც შარშან იყო და არასწორად მიაჩნია კიდევ თანხის დახარჯვა ახალ მორთულობაზე, როცა ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.

გთავაზობთ სტატუსს:

“თქვენი არ ვიცი და მე ძალიან მომეწონა, როგორი ლამაზი იყო შარშან, ახალ წელს, თბილისი და იგივე ნაძვის ხე და განათებაზე არ ვიტყოდი უარს. რა საჭიროა ამ კრიზისში კიდე მილიონების დახარჯვა, როცა გვაქვს და მშვენიერი იყო. არ გვაქვს ქვეყანას ეს ფუფუნება, ყოველ წელს მილიონები განათებაზე იხარჯებოდეს. ამ მილიონით რამდენ ბავშვს დაეხმარებოდით, რამდენს უმკურნალებდით და ამაზე კარგი საჩუქარი ნამდვილად ვერ იქნებოდა განათება. იმ ბავშვებს, რომლებზეც წერთ, რა დააშავეს, რატომ არ უნდა ჰქონდეთ ახალი წელიო. ექნებათ.სახლში ყოველ წელს ახალ ნაძვის ხეს ხომ არ დგამთ? ბავშვებსაც ავუხსნიდით რომ დახმარება და თანაგრძნობა ყველაზე დიდი საჩუქარია. როცა აქციებს უკავშირებთ ქვეყნის კრიზისს, ამის ფონზე მილიონებს ხარჯავთ განათებაზე, აბსურდულია მერე ყველა ბრალდება, ისედაც, მაგრამ ამის ფონზე კიდევ უფრო”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები