LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანკა კალატოზიშვილი: „მენანები ვარლამ, ძალიან მენანები. ასეთია შენი ღმერთი?“

1581
nankavarlam

ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გუშინდელ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად გული დასწყდა რიონის მცველებისა და ვარლამ გოლეთიანის საქციელზე, რომელიც პრაიდის კონტრაქციას შეუერთდა.

ნანკა კალატოზიშვილი:

„თუ ვინმეს მიმართ გამიჩნდა ამ ბოლო დროს პატივისცემა, მართლა გულით მიხაროდა, რომ ვხედავდი და მჯეროდა, მინდოდა დამეჯერებინა ალბათ უფრო, როგორც ჩანს, რომ არსებობენ ნამდვილი, სუფთა, პატიოსანი ადამიანები.თუ ვინმეზე დამწყდა და ჩამწყდა დღეს გული, ვარლამია. მისი დანახვა ამ სისხლისმსმელი ადამიანების გვერდზე. იმედი გამიცრუა საკუთარმა თავმა, ამდენი ოპტიმიზმი, უკვე  იდიოტობისკენ მიმავალ გზას ჰგავს. მენანები ვარლამ, ძალიან მენანები. ასეთია შენი ღმერთი? ასეთია შენი ეროვნული ერთობა? 42 წლის ვარ და ისევ ბავშვივით მიამიტი, როგორც ჩანს, ან უბრალოდ, იდიოტი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები