ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, მომღერალ ბაბი კირკიტაძეს, რომელმაც გუშინ გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ სოციალურ ქსელებში დამონტაჟებულ ჩანაწერს უვრცელებენ, სოლიდარობას უცხადებს.
მომღერალი ბაბი კირკიტაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს
„ბაბი, შენს გვერდით ვარ! ამ ამბავში ბრძოლის ყველა ფრონტზე შენს გვერდით მიგულე. არის მომენტები, როცა განსხვავებებს მნიშვნელობა არ აქვს“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
მომღერლის მიერ პოსტის გავრცელების შემდეგ, ბაბი კირკიტაძეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური დაუკავშირდა.
როგორც „ფორტუნას“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, უწყების წარმომადგენლებმა ის საგამოძიებო სამსახურში დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით დაიბარეს.