მომღერალი ბაბი კირკიტაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს.
აღნიშნულის მიზეზი მუსიკოსის მიერ გუშინ, 7 დეკემბერს გავრცელებული განცხადებაა, რომელშიც კირკიტაძე აცხადებდა, რომ სოციალურ ქსელებში დამონტაჟებულ ჩანაწერს უვრცელებდნენ:
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამის დაწერა მომიწევდა..პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ“ - ბაბი კირკიტაძე მიმართვას ავრცელებს
„მე ამასაც გავუძლებ, ამასაც რაღაცნაირად გადავიტან.“
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამის დაწერა მომიწევდა, მაგრამ როგორც ჩანს ადამიანების ბოროტებას საზღვარი არ აქვს!
პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის!“ – წერს კირკიტაძე სოციალურ ქსელში.
როგორც „ფორტუნას“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, უწყების წარმომადგენლები ბაბი კირკიტაძეს პოსტის გავრცელების შემდეგ დაუკავშირდნენ და ის საგამოძიებო სამსახურში დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით დაიბარეს.
მომღერალი სავარაუდოდ, შაბათს მივა საგამოძიებო სამსახურში.