LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „9 კილო მქონდა მომატებული, რომელიც დავიკელი, მაგრამ ახლა ისევ მოვიმატე…“ – რატომ აღარ აქტიურობს სოცქსელებში ბაბი კირკიტაძე და რას პასუხობს გამომწერებს

1168
ბაბი

ბაბი კირკიტაძემ ახლახან გამომწერების კითხვებს უპასუხა. მათ შორის, იმაზეც ისაუბრა, რატომ აღარ ჩანს სოციალურ ქსელებში ძალიან ხშირად და როგორ ებრძვის წონის მატებას:

„ამ თემაზე საუბარი არასდროს მერიდება და სულ გიზიარებთ ჩემი წონის მატებასა და კლებას. ბოლოს, გახსოვთ, გითხარით, რომ 9 კილო მქონდა მომატებული. დავიკელი ეს 9 კილო, თუმცა აღდგომის დღესასწაულმა და პასკებმა თავისი ქნა. 4 თუ 5 კილო მაქვს ახლა ისევ მომატებული. ახლა ეს მაქვს დასაკლები. მოკლედ, დაკლება-მომატება, დაკლება-მომატება… აი, ეს არის ჩვენი ყოფა, წუთისოფელი…

ვადასტურებ, ბოლო პერიოდია, აღარ ვაქტიურობ სოციალურ ქსელში. თითქოს მოგაკელით ყურადღება, მაგრამ ხომ იცით, ზოგჯერ ასეთი პერიოდებია, ცოტათი გინდა, რომ დაისვენო სოციალური ქსელებისგან. ესეც იწვევს ერთგვარ გადაღლას, არ არის მარტივი, მუდმივად კავშირზე რომ იყო და მუდმივად ფორმაში საიმისოდ, რომ თუნდაც შენი ყოველდღიურობა გაუზიარო გამომწერებს, ლამაზი ფოტო გადაიღო, ან საინტერესო თემებზე ისაუბრო. შიგადაშიგ ვცდილობ, რომ ერთმანეთი არ დავკარგოთ. ახლაც ამიტომაც ვჭორაობთ, რომ მომენატრეთ ძალიან…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g