LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: ბატონო მოსამართლე, ვილოცებ ცხოვრება თქვენს მიმართ ისეთივე სამართლიანი იყოს, როგორც თქვენ იყავით დღეს ნიკას მიმართ

698
ნანუკა და მოსამართლეები

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას განაჩენს ეხმაურება და წერს:

„ბატონო მოსამართლე, ვილოცებ ცხოვრება თქვენს მიმართ ისეთივე სამართლიანი იყოს, როგორც თქვენ იყავით დღეს ნიკას მიმართ!“. – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა.

რაც შეეხება ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებულებს, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილს, მათ მიმართაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დარჩა, რომლის მიხედვითაც, კახაბერ დამენიას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.

ამავე თემაზე:

გიორგი გაბუნია: „რა უნდა ვთქვა? აღმოჩნდა, რომ ივანიშვილს ჯერ კიდევ სჭირდება, რომ ნიკა იყოს ციხეში“

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა

დღეს ჩვენ ვნახეთ ე.წ. მოსამართლეები ე.წ. პროცესზე.. ისინი შვილებს თვალებში ვერ ჩახედავენ, ბრძოლა გრძელდება – სოფო ლილუაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g