LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გაბუნია: „რა უნდა ვთქვა? აღმოჩნდა, რომ ივანიშვილს ჯერ კიდევ სჭირდება, რომ ნიკა იყოს ციხეში“

192
BeFunky-collage (3)

“მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებას გიორგი გაბუნია ეხმაურება და ამბობს, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მოლოდინი ჰქონდათ.

“მოლოდინი გვქონდა, რომ იგივე გადაწყვეტილებას დატოვებდა, თუმცა ფორმალურად ესეც სიგნალი იყო და მოგვცეს მინიშნება, რომ სადაც საქალაქო სასამართლომ ჯარიმა დაუწესა, ამ ნაწილშიც პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ერთი და იგივე ვადაა და ამიტომ შთანთქა ერთმანეთი ამ სასჯელმა.

რა უნდა ვთქვა? გაკვირვებული არ ვარ.. გვქონდა იმედი, რომ შეიძლებოდა რამე მომხდარიყო.. რომ შეიძლებოდა ბიძინა ივანიშვილს დასჭირვებოდა ნიკა გვარამია თავისუფალი. აღმოჩნდა, რომ ივანიშვილს ჯერ კიდევ სჭირდება, რომ ნიკა იყოს ციხეში”, – თქვა გიორგი გაბუნიამ “მთავარ არხთან”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g