„მთავარი არხის” ეთერში, ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში, “სხვა ნანუკა”, 5 წლის სანდროსთვის, 200 ათას ლარზე მეტი შეგროვდა.

გადაცემის მაყურებელმა 5 წლის სანდრო ალაშვილს, რომელიც უმძიმეს დაავადებას, ლიმფომას ებრძვის, რამდენიმე საათში, მკურნალობისთვის საჭირო თანხის ნაწილი შეუგროვა, თუმცა ანგარიში კვლავ მოქმედია და ნანუკა ჟორჟოლიანი, გადაცემის შემდეგაც ელოდება ჩარიცხვებს, როგორც ეს სხვა დროსაც ხდება ხოლმე, რადგან მაყურებელი აქტიურობას ინარჩუნებს.

მსგავსი თემები