რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელსაც ე.წ. წიწაკის სპრეი თვალებში მოხვდა. ფოტოს ფეისბუქში მარიამ გეგუჩაძე ავრცელებს.
“ბავშვებს აკავებდნენ და სპრეი შეასხეს”, – წერს გეგუჩაძე.
ამ წუთებში აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, კერძოდ კი ქაშვეთის ეკლესიისა და პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს.
ასევე, რუსთაველის გამზირის მთელ პერიმეტრზე, კერძოდ, ჭიჭინაძის, ჩიტაძის ქუჩასა და ასევე, რუსთაველის გამზირზე განლაგებულია როგორც სპეცრაზმი და ასევე შსს-ს სხვა დანაყოფები. აქციის მონაწილეები სკანდირებენ „არა რუსულ კანონს!“.