LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეგობრებო, ლაზარე ისევ დაიჭირეს და ჩვენც მიგვაყოლებენ, თუ ეს დამპალი რეჟიმი ციმბირის გზას არ გავუყენეთ“ – ლაზარე გრიგორიადისის დედა

242
ლაზარე გრიგორიადისი

გასული წლის მარტის აქციების მონაწილის დედის, თამთა კალანდაძის ინფორმაციი, პოლიციამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ლაზარე გრიგორიადისი დააკავა.

აღნიშნულის თაობაზე თამთა კალანდაძე სოციალურ ქსელში წერს:

„დიახ მეგობრებო ლაზარე ისევ დაიჭირეს და ჩვენც მიგვაყოლებენ,თუ ეს დამპალი რეჟიმი არ გაუყენეთ ციმბირის გზას!“ – წერს გრიგორიადისის დედა.

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისმა გასული წლის მარტის აქციებზე დაკავების შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულება 1 წლის შემდეგ, 24 აპრილს, პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის შეწყალების საფუძველზე დატოვა.

„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს – ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

გამოძიების ინფორმაციით, მსჯავდადებულმა ლაზარე გრიგორიადისმა 2023 წლის 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“ ორჯერ ისროლა.

ასევე, მსჯავრდადებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

დიახ მეგობრებო ლაზარე ისევ დაიჭირეს და ჩვენც მიგვაყოლებენ,თუ ეს დამპალი რეჟიმი არ გაუყენეთ ციმბირის გზას!

Posted by Tamta Kalandadze on Tuesday 14 May 2024