LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა გოგიჩაიშვილის თვალით დანახული ამერიკა

1070
BeFunky-collage (13)

როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი და მისი მეუღლე, ბიზნესმენი ნიკა ნაყოფია აშშ-ში ცხოვრობენ.

ნანუკა სულ ახლახან გახდა დედა. მოდელმა ამერიკაში იმშობიარა.წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც აივი-ნიკოლი დაარქვეს.

ნანუკა საკუთარ “ინსტაგრამ” გვერდზე აქტიურობით გამოირჩევა. ამჯერად, ის მისი თვალით დანახული ამერიკის შესახებ წერს და პოსტს თან საკუთარ ფოტოს ურთავს.

“ამერიკა , ქვეყანა რომელიც ბავშვობიდან მიყვარდა , ადგილი სადაც ყველა ადამიანისთვისაა შესაძლებელი თავი ადამიანად იგრძნოს , გაუჩნდეს სურვილი კარგი ცხოვრების თუ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის. ქვეყანა, რომელშიც ყველაფრისთვისაა ადგილი , თეთრზე და შავზე არაა საუბარი ყველა ფერის/ყველაფრის მიღება შეგიძლია , ადგილი, სადაც სხვა ფერი ხარ, სხვანაირად იზრდები.

ყოველი გარეთ გასვლა და ამ ჰაერის ჩასუნთქვა ახალი გაკვეთილია. აქ ვინც არ უნდა იყო, საიდანაც არ უნდა მოდიოდე მწყობრში თუ ხაზში დგები გრძნობ როგორ ზრუნავს შენზე სახელმწიფო და აფასებ .

გინდა შენც გაიზარდო და განვითარდე .

შეხვდები ყველას და ყველაფერს და მართლაც როგორც უკვე ვთქვი, ყოველი გარეთ გასვლა გაკვეთილია .

აქ სხვანაირად იწყებ ცურვას და წყალქვეშ სუნთქვას.

ადგილი, სადაც ყოველთვის ვბრუნდები და ყოველთვის სხვანაირად გაზრდილი ჩავდივარ ჩემს ოჯახთან ჩემს ქვეყანაში, შენი ქვეყანა კი იქ არის სადაც შენი ოჯახია”,- წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები