LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სულ მინდა თავის არნახულ და გამორჩეულ ისტორიაზე წიგნი დაწეროს, ესენი ურთიერთობის ისეთ უმაღლეს საფეხურზე იყვნენ, აუცილებლად უნდა შემოინახოთ თქვენი ისტორიები ჩვენთვის და არა მარტო..“ – ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილები დედის ინტერვიუს ემოციური პოსტებით ეხმაურებიან

238
ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილები

მსახიობ გიორგი გოგიჩაიშვილის შვილები, ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილების დედის, ნათია ბანძელაძის გუშინდელ ინტერვიუს ემოციური პოსტებით ეხმაურებიან.

ვიდეო: ,,როცა ძალიან გამიჭირდება ან ძალიან შემეშინდება, ვფიქრობ – გიო, დამეხმარე…ხანდახან ძალიან მინდა რომ ჩემს გვერდით იყოს, წერილებს ვუტოვებ” – ნათია ბანძელაძე ცხოვრების მძიმე მომენტზე საუბრობს

ნათია ბანძელაძემ გადაცემაში „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ გარდაცვლილი მეუღლის შესახებ და მისი ცხოვრების რთულ მომენტზე ისაუბრა.

„დე…

სულ მინდა თავის არნახულ და გამორჩეულ ისტორიაზე წიგნი დაწეროს, ესენი ურთიერთობის ისეთ უმაღლეს საფეხურზე იყვნენ აუცილებლად უნდა შემოინახოთ თქვენი ისტორიები ჩვენთვის, შვილებ-შვილიშვილ-შვილთაშვილებისთვის და არა მარტო … მადლობა დე“, – წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი.

„რამდენი სიყვარულის ისტორია არსებობს, რამდენი დაწერილა, მაგრამ თქვენი სიყვარულის ისტორია ჩემი საყვარულია!!!

როგორ მეშინოდა ამ გადაცემის ხმით ყურება, მაგრამ რამდენადაც მძიმე მოსასმენია იმდენად სასიამოვნოა, შეეხო მარადიულ გრძნობას, რომელიც აქ და ახლა ჩვენთანაა“, – წერს ნინი გოგიჩაიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები