LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატა ფერაძე: „პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი – არ ვიქნები ძალიან მოკრძალებული, თუ ვიტყვი, რომ ამ პროტესტს დავეხმარე“

245
ნატა ფერაძე

„პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი“, – ამ განცხადებით შეაფასა სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ საპატრიარქოს განცხადება, რომელმაც წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს მიმართა, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო, ხატში სათანადო ცვლილებები თავად შეიტანონ.

საპატრიარქო: „მივმართავთ წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო თავად შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები ან ამას ჩვენ გავაკეთებთ“

როგორც ნატა ფერაძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას აღნიშნა,  ახლა მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ აჩვენოს ერთსულოვნება იმ კანონის წინააღმდეგ, რომელსაც „ქართული ოცნება“ დააინიციირებს.

აქტივისტის თქმით, რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრების წინადადება, ფაქტობრივად რუსული კანონია:

„თავისთავად, ეს არ იყო მარტო ჩემი პროტესტი, მანამდე იყო კამპანია – თითო პოსტს, კომენტარს ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა.

„საპატრიარქოს უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!“ - ირმა ინაშვილი 

„სრულიად მისაღებია საპატრიარქოს პოზიცია. ჯერ კიდევ ორი დღის წინ ვწერდი: თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს“.

კი ბატონო, ამ ციფრულ ერაში აღარ არის აუცილებელი, ქუჩაში გავიდეთ, საკმარისია, რაღაც წილად თუ დავაფიქსირებთ ჩვენ აზრს სოციალურ ქსელში.

არ ვიქნები ძალიან მოკრძალებული, თუ ვიტყვი, რომ დავეხმარე ამ პროტესტს ჩემი მისვლით და ამ ხატთან შეხებით…

დარწმუნებული ვარ, სტალინის გამო და კვერცხის სროლის გამო, რომელიც მოხვდა შუშას, ამით არ აიტკივებენ თავს, რომ მე ციხეში გამიშვან.

სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც სტალინია გამოსახული, საღებავის შესხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ეს კანონი (რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრება) ძალიან მძიმეა და ამაზეც მოგვიწევს ბრძოლა, რომ არ დაუშვათ რასაც აპირებენ, ფაქტობრივად რუსული კანონია“. – აღნიშნა ნატა ფერაძემ.

„სამებაში მომხდარმა საზოგადოებაში სამართლიანი პროტესტი და მღელვარება გამოიწვია“ – უმრავლესობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის კანონის გამკაცრებას გეგმავს

 

 

❗ “პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი” – ნატა ფერაძის პირველი რეაქცია საპატრიარქოს განცხადებაზე
? საქართველოს საპატრიარქო ირმა ინაშვილს და დავით თარხან მოურავს მიმართავს, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on Thursday, 11 January 2024

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g