LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნატა ფერაძე უნდა დაისაჯოს.. აბსოლუტურად სხვა მუხლს იმსახურებს“ – კოკა მორგოშია

212
415253075_272753402488846_6095935103095560255_n

„მთელი საზოგადოება აღშფოთებულია და ნატა ფერაძე ყველაფერს უნდა ელოდოს, რა ვიცი, აბა, მე რა გითხრათ, ნატა ფერაძე რას უნდა ელოდოს“, – ამის შესახებ პრორუსული დაჯგუფების „ალტ-ინფოს“ ლიდერმა, კოკა მორგოშიამ სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძის საცხოვრებელ სახლთან გუშინ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას „ტვ პირველთან“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ალტ-ინფოს“ წევრები სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან მსვლელობით მივიდნენ – ფერაძეს შეძახილებით ემუქრებიან

კითხვაზე, დაანონსებულია თუ არა საპროტესტო აქციები, მორგოშიამ განაცხადა, მათი მოთხოვნა კანონის გამკაცრებაა.

„სამებაში მომხდარმა საზოგადოებაში სამართლიანი პროტესტი და მღელვარება გამოიწვია“ – უმრავლესობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის კანონის გამკაცრებას გეგმავს

„საპროტესტო აქცია დაანონსებულია სწორედ იმიტომ, რომ გამკაცრდეს კანონი. ნატა ფერაძე უნდა დაისაჯოს. ინიციატივები ბევრი გამიგია, საქმე ნაკლები, ამიტომ ჯობია, რომ ჯერ ეს კანონი მიიღონ.

რაც დააშავა, მაგაზე უნდა დაისაჯოს. ადეკვატური სასჯელი არის, მაგალითად, ქონების დაზიანება, რომელიც დააზიანა.

ის მუხლი, რომელიც ნატა ფერაძეს წაუყენებს, პატიმრობას არ ითვალისწინებს და ნატა ფერაძე აბსოლუტურად სხვა მუხლს იმსახურებს“, – განაცხადა კოკა მორგოშიამ.

ცნობისათვის, პრორუსული და ძალადობრივი დაჯგუფების „ალტ-ინფოს“ წევრები, სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძის სახლისკენ მსვლელობით გუშინ გაემართნენ. მსვლელობა 9 იანვარს სოციალურ ქსელში საჯაროდ დაორგანიზდა.

შსს ნატა ფერაძის სახლთან მიმდინარე აქციაზე – მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი 

მსვლელობის მიზეზი სამების ეკლესიაში წმ.მატრონას ხატზე, რომელზედაც სტალინიცაა გამოსახული, საღებავის შესხმის ფაქტი გახდა. ვიდეო სოციალურ ქსელში ნატა ფერაძემ გაავრცელა.

ამავე თემაზე:

სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც სტალინია გამოსახული, საღებავის შესხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

„ჩადენილი იქნა მძიმე ცოდვა, შეურაცხყვეს ნეტარი დედა მატრონა მოსკოველის ხატი – ვევედროთ დედა მატრონას, ქართველებს ეს მკრეხელობა აპატიოს“ – მეუფე სპირიდონი

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: „პირველად არ ხდება, რომ დღესასწაული სკანდალით უნდათ გადაიფაროს.. ეკლესია ქრისტეზე უყვება, ისინი კი თავის მსმენელს სტალინზე უყვებიან“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g