LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნატახტარი” ჩეხური ბრენდის „სტაროპრამენის“ მწარმოებელი გახდა

278

კომპანია “ნატახტარი” გლობალური ჩეხური ბრენდის „სტაროპრამენის“ ლიცენზირებული მწარმოებელი გახდა. საქართველოში აღნიშნული ბრენდის პრეზენტაციას “ნატახტარის” გენერალური დირექტორი, ჯუნეით არათი, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი, ტომას პერნიცკი, კომპანია „მოლსონ & კორსის“, აღმოსავლეთ ევროპის, ექსპორტისა და ლიცენზირებული ბრენდების დირექტორი, ნინო ბენეტა და კომპანია “ნატახტარის” კორპორატიულ საქმეთა დირექტორი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი დაესწრნენ.

„სტაროპრამენი“ 150 წლის წინ შეიქმნა და რაც დრო გადის უფრო და უფრო იხვეწება. დარწმუნებული ვარ, რომ კომპანა „ნატახტარის“ მიერ წარმოებული ეს ლუდი, ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც ეს ჩეხეთშია“, – აღნიშნა ნინო ბენეტამ.

„ლუდი „სტაროპრამენი“ ჩეხური წარმოშობის გლობალური ბრენდია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული ლუდის წარმოების ლიცენზიის მოპოვება, ფაქტობრივად, მოხდა „ნატახტარის“ აღირება, როგორც კომპანიის, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ უმაღლესი ხარისხის ლუდს ვაწარმოებთ. ლიცენზირების მოპოვების პროცესი ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩვენ ვიზრუნეთ და განვახორციელეთ ინვესტიციები როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე ხარისხის კონტროლის მექანიზმის გამტკიცებასა და გაზრდაში. შედეგად, ჩვენ გავხდით მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ლუდის მწარმოებლები საქართველოში,“ – განმარტა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

შეგახსენებთ, კომპანია ნატახტარი მომხმარებელს სთავაზობს ლუდის 10 ბრენდს, მათ ჩამონათვალს შეემატება ჩეხური ბრენდი „სტაროპრამენიც“. ის ჩეხეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდია და იწარმოება 1869 წლიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები