LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თოდუა: „ყველაზე მეტად მრცხვენოდა, ჩემს კლასელებს გაეგოთ, რომ დევნილების საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი…“

699
natitodua

გერმანიაში მოღვაწე ქართველი მომღერალი ნათია თოდუა დათო გორგილაძესთან ბავშვობის არცთუ მსუბუქ მოგონებებზე საუბრობს და ამბობს:

„დღემდე მახსოვს და არასდროს არ დამავიწყდება, თბილისში სკოლაში რომ შემიყვანა დედაჩემმა, მთელი ღამე არ მეძინა, ჩემთვის ეს იყო ჩვეულებრივი გამოცდა – ქართულად საუბარი სკოლაში და ბავშვებთან კომუნიკაცია, რომლებიც სულ სხვა გარემოში გაიზარდნენ და ცხოვრობდნენ, როგორიც ჩემთვის თბილისი იყო მაშინ. როცა თქვეს, ნათია თოდუა, ჩვენი ახალი მოსწავლე აფხაზეთიდანო, ყველა მოვიდა და მეკითხებოდნენ, შენ აფხაზი ხარ? არასდროს დამავიწყდება ეს სტატუსი და გამოცალკევება…

ჩემი ყოველი დღე, სკოლაშიც კი, რაღაცის დამტკიცება იყო. ყველაზე მეტად მრცხვენოდა, ჩემს კლასელებს გაეგოთ, სად ვცხოვრობდი. ეს იყო დევნილების საერთო საცხოვრებელი, სადაც მხოლოდ დევნილები ცხოვრობდნენ.ეს დღემდე ხინჯად მაქვს… ერთხელ ერთმანეთის გაცილება გადავწყვიტეთ. ძალიან არ მინდოდა, სცოდნოდათ, სად ვცხოვრობდი და სხვა კორპუსში მივიყვანე… მეორე დღეს, როცა სკოლაში მივედი, მითხრეს, თოდუა, ვიცით, სად ცხოვრობო… ეს რეალობასთან შეჯახება იყო, ამან ჩამოაყალიბა ნათია თოდუა ისეთად, როგორიც არის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები