LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა: მე მაქვს სურვილი რომ შევიცვალო სფერო და სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები

134
znqg2hav9jyz09t

რაც შეეხება ჩემს გეგმებს, მე მაქვს სურვილი რომ შევიცვალო სფერო და სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის ერთგულ წევრად ვრჩები. ჯერჯერობით, ვიხილვათ რამდენიმე მიმართულებას. როგორც კი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, გაგანდობთ ამას, – აღნიშნა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ნათია თურნავამ, რომელმაც თანამდებობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

ის ამ პოსტზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჩაანაცვლა.

„მინდა დავიწყო მადლობით. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გუნდს, მადლობა ჩვენი სამინისტროს გუნდს, ვის გვერდითაც ვიმუშავე 3 წლის განმავლობაში და მათ ნდომა გამომიცხადეს. ეს იყო რთული წლები, მაგრამ შეიქმნა იმის საფუძველი, რომ ჩვენი ეკონომიკა გაჯანსაღდება, ჩვენი ეკონომიკა სწრაფად განვითარდება. ახლა მოდის პერიოდი ახალი ინიციატივების, ახალი გამოწვევებია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ლევანი იქნება ერთ-ერთი წარმატებული ეკონომიკის მინისტრი და თავისი ჩვეული საქმისადმი ერთგულებით, პროფესიონალიზმით, ძალიან მაღალ დონეზე გაართმევს თავს საქმეს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა მადლობა გადაუხადა მედიასაც: „მადლობა, რომ სულ ყურადღების ცენტრში ვიყავით და სულ ფორმაში მამყოფებდით“.

ლევან დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები