LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო დუმბაძე: „არ შეიძლება, როგორც ადრე იყო, სატელევიზიო დადგმები დაფინანსდეს?“

221
nato-dumbadze

პროდიუსერი ნატო დუმბაძე წერს იმის შესახებ, თუ როგორი აუცილებელია, კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანების დასახმარებლად რაიმე გზა გამოინახოს და ერთ იდეას თავად აქვეყნებს:

„რა მაგის პასუხია და ამდენი მსახიობი, რეჟისორი, სპექტაკლის გარეშე რომ იჯდა სახლში და წინ კიდევ რა გველის, არ ვიცით, არ შეიძლება, როგორც ადრე იყო, სატელევიზიო დადგმები დაფინანსდეს? იმდენი არხი გვაქვს, ყველას ეყოფა! მიუზიკლებში, მაგალითად, რეჟისორი, მომღერალი, მსახიობი, მოცეკვავეც დაკავდება, ასე როდემდე უნდა ისხდნენ?

რა ვიცი, მგონი ძალიან მისახედია კულტურა, ძალიან!

მიუხედავად პანდემიისა, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება, მთავარია, მოინდომო!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები