LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო დუმბაძე: „ყველაფერს ეშველა „ლაგუნა ვერეს“ გარდა! რა კარგი იყო, მთელი თბილისი იქ ვიკრიბებოდით…“

332
ნატო დუმბაძე

პროდიუსერი ნატო დუმბაძე ერთ-ერთ ძელ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მაია კვირკველიას გამოსვლაა გადაღებული – ნატო გელაშვილის საავტორო კონცერტი „ლაგუნა ვერეზე“ წლების წინ გაიმართა, მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა.

ნატო დუმბაძე წერს:

„ყველაფერს ეშველა „ლაგუნა ვერეს“ გარდა! რა კარგი იყო, მთელი თბილისი იქ ვიკრიბებოდით, სიყვარულით და ხალისით  ივსებოდა აუზი , „შეზლონგი“ თუ აღარ იყო, ბიჭები წამოხტებოდნენ, თვითონ ფეხზე იდგნენ და გოგოებს გვითმობდნენ, საღამოს  კი კონცერტზე  მივდიოდით,  მოკლედ, სულ სიყვარული  და პატივისცემა იყო, დღეც და ღამეც!

ეს კი ჩვენი მაიკო კვირკველია. ნატო გელაშვილის კონცერტი ლაგუნაზე. დავიბრუნოთ ის  სითბო სადღაც რომ გავაქრეთ, გაგვიქრეთ!“

ცვლილებები ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტში – რას ამბობს კალაძე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის რეაბილიტაციაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები