თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს. შესაბამის სამმხრივ მემორანდუმს თურქეთმა, შვედეთმა და ფინეთმა ხელი მოაწერეს.
სამი ქვეყნის ლიდერმა შეთანხმებას ნატოს სამიტზე მიაღწია.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ თურქეთმა „მიიღო ის, რაც სურდა“ შვედეთთან და ფინეთთან მოლაპარაკებებიდან.
იქამდე,თურქეთის პოზიცია იყო, რომ შვედეთსა და ფინეთს მკაფიოდ განეცხადებინა, რომ უარს ამბობენ ტერორიზმის მხარდაჭერაზე და თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს გააუქმებენ.